воскресенье, 28 мая 2017 г.

კურსის რეფლექსია

მეცხრე დღე
       2017წლის 30 აპრილიდან 28 მაისის ჩათვლით გავიარეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსის პროექტის სწავლება ი ს ტ -ის ინტეგრირებით.იყო საინტერესო და მრავალმხრივი სამუშაო.
        პროექტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობასა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტი.
         შევქმენით  საქაღალდე.
27.05.2017წ   მერვე დღე
      განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდული. გავეცანით დიფერენცირებით სწავლებასა და ფასილიტაციის ნიმუშებს. ვისწავლეთ მოსწავლეთა დაჯგუფება კომპიუტერის გამოყენებით.

воскресенье, 21 мая 2017 г.

21.05.  მეშვიდე დღე
        გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები,ჩეკლისტების შინაარსი,შეფასების ფორმები.
        ვისწავლეთ დისკზე პრეზენტაციის ატვირტვა-ჩაშენება.
20.05.      მეექვსე დღე

        განვიხილეთ მეოთხე მოდული:,,სასწავლო ნიმუშების შექმნა".გვესაუბრა თუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოთ გამოყენება.
        ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის,ბლოგის ნიმუშების კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის დაგეგმვასა და შექმნაზე.

пятница, 12 мая 2017 г.

12.05.2017წ            მეხუთე  დღე
     
         განვიხილეთ სასარგებლო  ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები . გავეცანით  ვებსაიტის საავტორო  უფლებებს და მათ კანონიერ გამოყენების  ნორმებს ინფორმაციის მოპოვების შემდეგ.
          ჩვენი თემის გარშემო შევქმენით ბიბლიოგრაფია და ვიმუშავეთ წყაროების გადმოტანაზე. ასევე შევავსეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების ტესტი.
          იყო საინტერესო. მადლობა.

вторник, 9 мая 2017 г.

მეოთხე  დღე     9.05
           განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ვისაუბრეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე. შევქმენით ინსტრუმენტები. გავიხსენეთ ვორდში  ცხრილებზე მუშაობა,დიზაინის შეცვლა.
           იყო საინტერესო.

воскресенье, 7 мая 2017 г.

   7.05       ტრენინგის მესამე დღე

        სასწავლო პროექტის  გეგმაზე  მუშაობისას  პირველ რიგში  გამოვავლინეთ სტანდარტით  განსაზღვრული შედეგები, დავისახეთ  სასწავლო  მიზნები, გამოვყეთ მნიშვნელოვანი ცნებები და გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი  კითხვები.
        ძალიან საინტერესო იყო. მადლობა .........

суббота, 6 мая 2017 г.

მეორე დღე

6.05  
     
              განვიხილეთ თუ რამდენად არის ეფექტური სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად  დაგეგმვა,   თუ როგორ გავაკეთოთ შაბლონი და ამავდროულად  შევქმენით პუბლიკაციის შაბლონი. დავიწყეთ ბუკლეტზე მუშაობა.